CNN-ის ინფორმაციით, მეცნიერებმა 19 წლის განმავლობაში პირველად აივ-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, ახალი შტამი აივ 1-ის M ჯგუფის ნაწილია.
სპეციალისტების თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახის ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ვირუსმა ადამიანებზე ინდივიდუალურად, თუმცა, ამბობენ, რომ ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს, რადგან აღმოჩენილი შტამის წინააღმდეგ თანამედროვე მკურნალობა ეფექტურია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში აივ ინფექციით 36.7 მილიონი ადამიანია დაავადებული.