20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც აქციის დარბევის შედეგად თვალი დაკარგა, აცხადებს, რომ დღეს ექსპერტიზის შეკითხვა გადასცეს, სადაც ეკითხებიან, ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა:
“მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული.
დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხოარ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?
პ.ს მგონი, ამათ ჰგონიათ, მარტო მხედველობა დავკარგე და თვალი ისევ მაქ”, _ წერს მაკო გომური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.