კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმია განლაგებული, როგორც “გურია ნიუსს” კორესპონდენტი ადგილიდან ატყობინებს, ისინი სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილნი.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.
ამ დროისთვის „ამირანთან“ დაძაბული სიტუაციაა. რამდენჯერმე კინოთეატრის შესასვლელისკენ პიროტექნიკა ისროლეს.
აქციაზე დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, ასევე, აქციის მონაწილეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რესპუბლიკური პარტიის წევრ დავით ბერძენიშვილს.