,,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ – აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები.
,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ერთად.“(R)