ოზურგეთელი 10 წლის თენგიზ თოიძე საქართველოს ჩემპიონატში ჭადრაკში მეორე ადგილზე გავიდა.
_ ეს საკმაოდ დიდი წარმატებაა.1600 რეიტინგიანთა შეჯიბრში მონაწილეობდა და ამ გამარჯვებით, 1180 რეიტინგით წინ წაიწია, _ გვითხრა მწვრთნელმა ნინო წიტაიშვილმა.
საკვალიფიკაციო ტურნირში ასევე საქართველოს ჩემპიონატში ჭადრაკში ოზურგეთელი, 12 წლის ნიკოლოზ ბარამიძე პირველ ადგილზე გავიდა.