ჰოსპიტალური ქსელის _ „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკაში, 2019 წლის 15 ნოემბერს, ქირურგიის ეროვნული ცენტრი აწყობს უფასო გასინჯვების აქციას გურიის მოსახლეობისთვის.
აქციის ფარგლებში ოზურგეთს ეწვევიან ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და „ახალი სიცოცხლის“ წამყვანი ექიმ-სპეციალისტები: თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი, ანგიოქირურგი, ონკოლოგი, ჰემატოლოგი, ექოსკოპისტი.
აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდებათ ექოსკოპიური კვლევა, ეკგ, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა.
ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ კლინიკებში მუდმივად მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა ტიპის აქციები.
კომპანია “ავერსის” ჰოლდინგის წევრია. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს „ავერსს“ 25 წელი უსრულდება. „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკაში დაგეგმილი უფასო გასინჯვების აქციაც ამ იუბილეს ეძღვნება და ხორციელდება კომპანიის დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის მხარდაჭერით.
აქციის ფარგლებში გასინჯულ პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ პირველადი მოხმარების მედიკამენტები.
„მედალფას“ ოზურგეთის კლინიკის მისამართია: ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.#3; საკონტაქტო პირი: სოფიო ადანაია, ტელეფონი:+995 599 181 581, +995 588 883 231, e-mail: sopho.adanaia@medalpha.ge.
(R)