დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებდა.
მისი თქმით, არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან:
“ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, რას უშვება ივანიშვილი და “ქართული ოცნება” იმ ადამიანებს, მათივე წევრებს, ვინც რამეში არ ეთანხმება. როგორც კი დათო ჭიჭინაძემ დაიწყო ირაკლი კობახიძის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და პარტიიდან, როგორც კი ეკა ბესელიამ დაიწყო მოსამართლეების სიის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და ამაზრზენად მოექცნენ…
ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორ ექცევა ივანიშვილი და უმრავლესობა მისთვის არასასურველ დეპუტატებს… ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილის ფასს დღეს გადაიხდის მთელი საქართველო,“ _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.