„მივესალმები იმ პარლამენტარებს, რომლებმაც რამდენიმე წუთში, რაც აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ისევ „რუსულ ოცნებას“ დასტრიალებს თავს, განერიდნენ ეგრეთ წოდებულ „ქართულ ოცნებას“.
ვაკვირდები და აქამდე არ იყო რაიმე სახის მიუღებლობა ყველაზე დიდი ტყუილის მიმართ. უკვე მერვე წელია თავს ვიტყუებთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პარტიას ვეძახით „ქართული ოცნება“, მარტივად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ის, რასაც ქმედებს ბატონი ბიძინა, არის მხოლოდ რუსული ოცნება. ასეთი დღევანდელი თემის ნაწილი, რომელიც დაიწყო იმით, რომ ბატონი ბიძინა ყველას ეუბნებოდა, რომ რასაც დავპირდით, ის უნდა გავაკეთოთ“, _ ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „გურია ნიუსთან“ პარლამენტში მომხდარ ამბავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა, მათგან 37-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
საკონსტიტუციო ცვლილებას სრულად დაუჭირეს მხარი „ევროპულმა საქართველომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და უფრაქციო დეპუტატებმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებიდან რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ სამმა _ ენზელ მკოიანმა, კახა ოქრიაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
როგორც ცისკარიშვილი ამბობს, ხუნდაძე, უმალ ყელს გამოიჭრის, ვიდრე ივანიშვილისგან რაიმე განსხვავებულს იტყვის.
„პარლამენტის წევრი ხუნდაძე, რომელმაც გლანდები ამოუჭრა ბიძინას შვილებს, ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ ის გამხდარიყო პარლამენტის წევრი, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი გამოირჩეოდა მხოლოდ გლანდების ამოფხეკით, უმალ ყელს გამოიჭრის თვითონ, ვიდრე რაიმე განსხვავებულს იტყვის ბიძინასაგან ნათქვამის მიმართ“, _ ამბობს ცისკარიშვილი და აღნიშნავს, რომ „ არ გამიკვირდება, ის პარლამენტარები, რომლებმაც დღეს მოისროლეს „ქართული ოცნების“ ხემები, რასაკვირველია, კვლავ იქნებიან მიღებული და ძალიან სითბოთი მიღებული იმ ახალგაზრდობის მიერ, რომლებიც დედაქალაქის რუსთაველის გამზირზე ცდილობს გახდეს ოცნება ქართული და არა რუსული“,_ ამბობს ცისკარიშვილი.