სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ფეისბუქზე პარლამენტის დღევანდელ სხდომას ეხმაურება.
„საქართველოში ვართ დაახლოებით სამნახევარი მილიონი ამომრჩეველი. ეს ხმები ახდენენ 150 მანდატის ფორმირებას პარლამენტში.
თუ მაგალითად, 20%-20% ექნება 5 პარტიას, 150 მანდატი უნდა გაიყოს 5-ზე. ეს სამართლიანია.
დღეს რა სისტემაც გვაქვს, 45-პროცენტიანი მხარდაჭერით შეიძლება კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს რომელიმე პარტიამ.
ამიტომ რაც დღეს მოხდა, არის უსამართლო და უდიდესად სამარცხვინო!
უნდა მივაღწიოთ ძალიან მალე ამ უსამართლობის გამოსწორებას.
ჩვენ გვჭირდება პროპორციული საარჩევნო სისტემა და 42-მა “მაჟორიტარმა” ეს ვერ უნდა დაბლოკოს!
მე ვიქნები იმ პოლიტიკური პროტესტის მონაწილე, რომელიც ისახავს მიზნად პროპორციული სისტემის დამკვიდრებას საქართველოში“, _ წერს ფეისბუქზე გიორგი ბურჯანაძე.