აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებმა აქცია გამართეს და აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირება მოახდინეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით არიან: რეზო ხარაზი, გია ხალვაში, ბეგლარ ფუტკარაძე და ალექსანდრე მილორავა.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ენმ-ის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი სთხოვს პოლიციის უფროსს, რომ წავიდნენ პოლიციის სამმართველოში და დაკავებულები გაათავისუფლონ.
ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, პოლიციის უფროსს აქვს უფლება გაათავისუფლოს დაკავებულები მანამ, სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემა, თუმცა პოლიციის უფროსი ამ წინადადებას არ დასთანხმდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.