მმართველ პარტიას კიდევ 3 წევრი გამოაკლდა.
როგორც „კონსერვატორების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ „ქართული ოცნება _ კონსერვატორების“ რიგების დატოვების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
ზვიად ძიძიგური, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც ტოვებს.
დეპუტატების თქმით, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდება გახდა.