“პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შოთა გოგიბერიძე ამბობს, რომ ხვალინდელ აქციაში, შეძლებისდაგვარად, როგორც მოახერხებენ ისე მიიღებენ მონაწილეობას.
“ვცდილობთ, რომ ორგანიზებულად წავიდეთ და ჩვენი პროტესტი დავაფიქსიროთ. ახლა სახლში ყოფნის დრო არ არის. ქვეყანას სჭირდება გადარჩენა და ამიტომ მივდივარ აქციაზე“, _ გვითხრა შოთა გოგიბერიძემ.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე მოხდება თუ ორი აქციის გაერთიანება ხვალისთვის, ამაზე შოთა გოგიბერიძემ გვიპასუხა:
“ჩვენ მივდივართ იქ, სადაც ჩვენი პოლიტიკური ლიდერები დააანონსებენ აქციას. მთავარი ცნობილია, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“, _ თქვა შოთა გოგიბერიძემ.