“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დიმიტრი კორიფაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მათ გადაადგილებას ჩოხატაურიდან თბილისის მიმართულებით ოთხი მანქანა აკვირდება.
“იმის ნაცვლად, რომ ხალხს მიხედონ და მოუგვარონ პრობლემები, ჩვენ გვყარაულობენ და გვითვალთვალებენ.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის მთავრობის სტილი. მათ მეტი არ შეუძლიათ. რამდენიც უნდა გვითვალთვალონ, ჩვენ მაინც წავალათ აქციაზე და მაინც შეცვლილთ ამ ხელისუფლებას.“ – გვითხრა დიმიტრი კორიფაძემ.
მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე ადამიანი აპირებდა წამოსვლას აქციაზე, მაგრამ დღეს თქვეს, რომ ვერ მოდიოდნენ.
“სავარაუდოდ, სუს-ი ჩაერია საქმეში, მაგრამ არაუშავს”, _ გვითხრა კორიფაძემ.