თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის რთული იქნება ვარჯიშისთვის თავის დანებება, მაშინაც კი, როცა გაციებული ხართ.
თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ინტენსიურმა ვარჯიშმა, შესაძლოა, გაამწვავოს ავადმყოფობა.
იმუნური სისტემა ეფექტურად მუშაობს, თუ სტრესი არ უშლის ამაში ხელს.
თუმცა, ავადმყოფობის დროს მძიმე ვარჯიშმაც შეიძლება შეამციროს მისი ეფექტური მუშაობა. ჩვენი სხეული არ არის იმდენად ძლიერი, რომ ერთდროულად შეძლოს კუნთების გაზრდაც და გაციებასთან ბრძოლაც.
რეგულარული ვარჯიში გეხმარებთ იმუნური სისტემის გაძლიერებაში, მაგრამ როცა ავად ხართ, სჯობს, დრო მისცეთ სხეულს აღსადგენად.