ევროპული საქართველოს წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. როგორც ცნობილი ხდება, ისინი რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქს დააბოქლომებენ, მათ შორის, ბოქლომის დადებას ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის ოლქზეც გეგმავენ. ოზურგეთის მერიის შენობაში განთავსებულ ოლქში მისვლას დილის 9 საათისთვის გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება.
პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.