ვიდეო, რომელზეც თენგიზ სიხარულიძე და მისი ვაჟი სიმღერას _ “ბინდისფერია სოფელი“ ასრულებენ, თენგიზის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა ჩაწერილი.
მიუხედავად იმისა, რომ თენგიზი ყავარჯნებზეა დაყრდნობილი და ძალაც გამოცლილი აქვს, მსმენელი მაინც მიხვდება მისი ხმის უნიკალურობას, ქართული სიმღერისადმი მის სიყვარულს, პატივისცემას.
დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკისციხე ამ უნიკალური ხმის, არაჩვეულებრივი იუმორის კაცს ემშვიდობება.