დღეს, გიორგობის დღესასწაულზე დვაბზუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას დეკანოზი კონსტანტინე (პაიჭაძე) ესტუმრა. მამა კონსტანტინე ხუთი წელია ამერიკაში აგრძელებს სასულიერო მოღვაწეობას, მანამდე კი აღნიშნული ტაძრის წინამძღვარი იყო.
“მიხარია, რომ იმ ტაძარში ვარ დღეს, საიდანაც დავიწყე სასულიერო მოღვაწეობა. 25 წლის წინ გავხვდი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. იყო სიძნეელები, მაგრამ ღმრთის იმედით და ძალით დავძლიეთ. ასევე, კოსტანტი კახის ხსენების დღეა და ჩემი 25-ე კონსტანტინეობა“, _ თქვა მამა კონსტანტინემ.
მამა კონსტანტინეს გამოჩენამ მრევლში სიხარული და ემოციები გამოიწვია.