დღეს, გიორგობას, ოზურგეთში, ვლადიმერ სურგულაძეს ემშვიდობებიან. მისი ცხედარი შემოქმედის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაშია დასვენებული.
ვლადიმერ სურგულაძე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ 2006-2010 წლებში მუშაობდა. პოლიტიკაში ის ახალგაზრდული წლებიდანვე, ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან იყო ჩართული.
2003 წლის, 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ აქტიური მხარდამჭერი და შემდეგ „ერთიანი ნაციონლური მოძრაობის“ ხელმძღვანელი იყო.
ხელისუფლებაში პირველი პირის თანამდებობაზე მუშაობისას მან ხალხს თავი დაამახსოვრა, როგორც პატრიოტმა, უკეთილშობილესმა, სუფთა ადამიანმა, რომელსაც არასოდეს უფიქრია რაიმეს მოხვეჭაზე, გარდა სახელისა.
ვლადიმერ სურგულაძე იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, უპირველეს ყოვლისა, როგორი უნდა იყოს ადამიანი.
დღეს მას მშობლიურ ჭანიეთში დაკრძალავენ.
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს!
„გურია ნიუსი“ კიდევ ერთხელ უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, სამეგობროს.