მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს.
აქტივისტებმა თავდაპირველად რეზიდენციის ჭიშკრის შესასვლელების დაბოქლომება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
სამოქალაქო აქტივისტები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიას უკვე ტოვებენ, მათი მოთხოვნა კი უცვლელი რჩება – პრეზიდენტმა მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დასაწყებად იშუამდგომლოს.