დღეს ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანში. ცეცხლმა პატარავების სახლი მთლიანად გაანადგურა. ოჯახი, სადაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ღია ცის ქვეშ დარჩა.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ვან-ზომლეთის თემში, ამირან ხაჯიბეგოვმა უთხრა, ამ ეტაპზე ოჯახი მეზობელთან იმყოფება. საქმის კურსში არიან მუნიციპალუტეტის ხელმძღვანელები და ოჯახს შესაძლებლობის მაქსიმუმს გაუკეთებენ. მანამდე კი ოჯახს გაიყვანენ ქირით, რასაც მუნიციპალიტეტი გადაიხდის.