დღეის მდგომარეობით, ოზურგეთის ბაზარში და ასევე მიმდებარე სავაჭრო ობიექტებზე, ადგილობრივი სოფლის ქათმის კვერცხი , ერთი ცალი 60 თეთრი ღირს. ერთი კილოგრამი ყველი კი _ ათი ლარი! ზოგან ყველი 9 ლარიც ღირს, თუმცა ზოგი გამყიდველი, ვინც ათ ლარზე ნაკლებად არ ყიდის, ნიშნისგებითაც ამბობს: “კარგად აწონეთ და თუ არის ერთი კილოგრამი, იმასაც ნახავთო.”
ერთი კილოგრამი ნადუღის ფასი ხუთი ლარია. ასევე მაღალია ხორცის ფასი. ერთი კილოგრამი 15-16 ლარი ღირს. კიდევ უფრო გაიზარდა, როგორც ხალხი უწოდებს, ადგილობრივი სოფლის ქათმის, ინდაურის თუ იხვის ფასი. ჩვულებრივი, კარგი ქათამი, რომელიც ზრდასრულია , 25-30 ლარი ღირს. ასეთივე ინდაური, საშუალოდ _ 50-60 ლარი.
ფასებისზრდის გამომწვევი მიზეზების, ასევე ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე, საგაზეთო სტატიას მალე შევთავაზებთ ჩვენს მკითხველებს.