რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა სავარაუდოდ 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება. ამის შესახებ რუსული გამოცემა “იზვესტია” მთავრობაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყარო განმარტავს, რომ ახალ წლამდე რეისების განახლების საშუალებას ის პოლიტიკური კრიზისი არ იძლევა, რომელიც თბილისში მასშტაბური აქციების ფონზე შეიქმნა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფრენების აკრძალვამ რუსული ავიაკომპანიები დაახლოებით 50 მილიონი დოლარით დააზარალა.
მიმდინარე წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. ვლადიმერ პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.
მთავრობის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო საუბრის ერთ-ერთი თემა დავით ზალკალიანისა და სეგრეი ლავროვის შეხვედრაზე ნიუ-იორკში. ამ საკითხს მოგვიანებით რუსულ პრესაში თავად ლავროვიც გამოეხმაურა.
წყარო: იმედინიუსი