გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ დაიწყო მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი (ე.წ. „საშემოდგომო გამოცდების“) შედეგების გამოცხადება.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, ჯერჯერობით, პედაგოგები ინფორმაციას პერსონალურად იღებენ.
ჩვენ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ლელა იმედაშვილს ვესაუბრეთ:
_ ყველა შედეგი ჯერ არ არის ცნობილი. გუშინ ნაწილობრივ გამოცხადდა. თან ამ ეტაპზე ამას მხოლოდ პერსონალურად იღებენ პედაგოგები. თანდათან ხდება გამოცხადება. ამიტომ შედეგს ვერ გეტყვით, არ ვიცი. პერსონალური ინფორმაციაა, ჯერჯერობით. ამ მომენტისთვის სკოლის დონეზე ეს არ ასახულა. როცა ყველა საგანში დასრულდება გამოცხადება, მერე მივა სკოლებში ოფციალური შედეგი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.
_ უკვე ცნობილია, მაგალითად, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგის ლია კილაძის შედეგი – მან ყველა საგანში ათი კრედიტი მიიღო. ეს მას უნდოდა და თქვა. მაგრამ თუ ჩაჭრილია და არ ამბობს? ან სულ სხვა შედეგი გაახმოვანა და შეფასება სხვა აქვს? თავმოყვარეობის საკითხია. ამიტომ, ვიმეორებ, ოფიციალური ასახვა, ყველა შედეგის დასრულების შემდეგ მოხდება და უნდა დაველოდოთ. როცა სკოლების ვებგვერდებზე აისახება სრული სურათი, ამის შემდეგ გვექნება საშუალება, ვიმსჯელოთ, რა გვაქვს შედეგი, _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.