28 ნოემბერს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გამართულ ანსამბლ „თბილისის“ კონცერტზე, „ანიტასთვის“ სულ 590 ლარი და 35 თეთრი შეგროვდა.
როგორც კონცერტის დასაწყისში, ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ სურგულაძემ თქვა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი შეუერთდა აქციას „ანიტას გულისთვის“. კონცერტის დასრულებისთანავე დათვალეს შემოწირულობა.
_590 ლარი არ არის დიდი თანხა, მაგრამ „კეთილი გულით მოძღვნილი, მცირედიც შეიწირების”,_ ამბობდნენ მაყურებლები კონცერტის დასასრულს.