ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში ლიბერთი ბანკის ბანკომატი გატეხეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ბანკომატიდან თანხა წაღებული არ არის. საქმე ბანკომატის დაზიანების გამო სისხლის სამართლის მე-19 და 177-ე მუხლებით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.
მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.