სასტუმრო “ბილტმორში” ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით შედგა და მას ელჩებიც ესწრებიან.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიციის განცხადებით ისინი საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანული მოდელის შემოღებას შეხვედრაზე კატეგორიულად დააყენებენ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციას კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ ე.წ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.