სამტრედიაში 120 ბენეფიციარიდან C ჰეპატიტზე დადებითი 10 შემთხვევა გამოვლინდა
ევროპის ტესტირების კვირეულს ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც,, შეუერთდა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ორგანიზაცია ,,ახალი გზის,“ სამტრედიის C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია შიდსზე მობილური ამბულატორიის მეშვეობით უფასო ტესტირება ჩაატარა.სამედიცინო გამოკვლევები 22 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა.
სამტრედიაში 120 ბენეფიციარიდან C ჰეპატიტზე დადებითი 10 შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება აივ ინფექციას, შიდსს-მაჩვენებელი ნულია.
22-29 ნოემბერს ევროპაში აივ ინფექცია შისდსსა და C ჰეპატიტზე ტესტირების კვირეული აღინიშნება
,,გურია ნიუსთან,, კომენტარში ,,ახალი გზის სამტრედიის ცენტრის,,სამტრედიის კოორდინატორმა ნანა კოხრეიძემ აღნიშნა:
,,ტესტირება აუცილებელია, რადგან დროული აღმოჩენისა და მკურნალობაში ჩართვის შემთხვევაში ამ დაავადებების მართვა-განკურნება შესაძლებელია და არ არის განაჩენი.”