„ხელისუფლება ცდილობს “ნაცმოძრაობას” სახე შეუნარჩუნოს.
ნამდვილი სახე კი არა, ის, რაც ყველამ ვიცით, არამედ უფრო შელამაზებული, თან კიდევ ერთხელ დაუდგინოს “მთავარი ოპოზიციის” სტატუსი. ახლა, ზუსტად, ამ წუთებში კოსმეტიკას უკეთებენ.
P.S დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს არის, დანარჩენი უბრალოდ დეკორაცია, “დემოკრატიული დეკორაცია”, _ ასე ეხმაურება „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია შეხვედრას, რომელიც დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს.