მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ მოდის ელემენტს, არამედ იცავს თვალს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან.
მაგრამ, არსებობს ასეთი აზრიც, რომ სათვალეს არა მხოლოდ სარგებლობის, არამედ ზიანის მოტანაც შეუძლია მხედველობისთვის.
მითები მზის სათვალეებზე მართლაც რომ ბევრი არსებობს. მაგრამ, არ ღირს ყველას დაჯერება.
მზის სათვალეს არ შეუძლია თვალებს ზიანი მიაყენოს. იაფფასიან მოდელებსაც კი თვალის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის საკმაო დონე აქვს.
შემდეგი გავრცელებული მითი ასეთია – თუ სათვალეზე მთლიანი დაბურვის ნაცვლად ღია ტონი მუქამდე თანდათანობით გადადის, მაშინ თვალს მხოლოდ მუქი ნაწილი იცავს.
სინამდვილეში, დაბურვის ინტენსიურობაზე მხოლოდ თვალებამდე მიღწეული სინათლის რაოდენობაა დამოკიდებული, მაგრამ არა ულტრაიისფერი სხივების. ყველაზე ნაკლებ დაბურულ სათვალესაც კი შეუძლია საკმარისად დაიცვას თვალი, თუ ის დამზადებულია სტანდარტებს შესაბამისად.
არც იმაზე ღირს ფიქრი, რომ სათვალის ლინზების ფერზეა დამოკიდებული დაცვის ხარისხი – ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თვალი უსფრთხოდ იქნება როგორც შავ, ასევე ლურჯ, ვარდისფერ და ნებისმიერი ფერის სათვალეებში.
ხშირად მომხმარებელი თხოულობს არა უბრალოდ მუქ სათვალეს, არამედ განსაკუთრებულს, პოლარიზაციულს. სინამდვილეში ამის გაკეთება აუცილებელი არ არის: მსგავსი მოწყობილობა განკუთვნილია სხივების ბლოკირებისთვის, მაშინ როცა მზის დამცავი სათვალები მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან მთლიანად იცავს თვალს.
სათვალის პოლარიზებული ლინზები სხვადასხვა ზედაპირებიდან არეკლილი დისკომფორტის შემქმნელი და თვალის მომჭრელი სინათლის სხივისგან იცავს თვალს და ამაღლებს გამოსახულების სიმკვეთრეს.