ოზურგეთის ოლიმპიურ სახლში საქველმოქედო საღამო “ვთამაშობთ ანიტასთვის” გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ოზურგეთის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი “ფიროსმანი” წარმოადგინა.
საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ოლიმპიური სახლი და ოზურგეთის დრამატული თეატრი იყო.
სპექტაკლის „ფიროსმანი“ ავტორი თავად რეჟისორი გახლავთ. დადგმაში გენიალური ქართველი მხატვრის ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი, დრამატული ეპიზოდებია წარმოდგენილი. სპეციალურად ამ დადგმისთვის მსახიობები დამატებით დაეუფლნენ თოჯინის ტარების ტექნიკას და უკეთ გაიცნეს თოჯინების თეატრის სპეციფიკა. სპექტაკლში მსახიობები – გიორგი დოლიძე, გიორგი ჩავლეშვილი, თეა კეჭაყმაძე და მამუკა ბაბილოძე მონაწილეობდნენ.სპექტაკლის ბოლოს გაირკვა, რომ აქციაზე 700 ლარზე მეტი შეგროვდა.