ლევილის მამულში დიდი ქართული ბიბლიოთეკა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
“ფრანგული ვიზიტი. ამბავი მეორე. დიდი ამბავი.
დღეს ლევილს ვესტუმრეთ ჩემს მეგობარ, შესანიშნავ დესპან გოჩა ჯავახიშვილთან ერთად, დაგვხდნენ ჩვენი ძველი მეგობრები, ქალბატონი ირენ ციციშვილი, ლევილის მმართველთა საბჭოს წევრი და ქალბატონი ელისო ტარასაშვილი, ასოციაცია ქართული კერას ვიცე-პრეზიდენტი. მოლაპარაკების შედეგად ლევილის ისტორიულ მამულში ეროვნული ბიბლიოთეკა მოაწყობს ბიბლიოთეკას, რომელიც ორ ნაწილიანი იქნება – ერთი პირველი ემიგრაციის მიერ დატოვებული ფონდი და მეორე დიდი ქართული ბიბლიოთეკა,”_ წერს კეკელიძე.
რაც შეეხება, საფრანგეთში ვიზიტის კიდევ ერთ ამბავს, როგორც კეკელიძე წერდა, ეროვნული ბიბლიოთეკა და მისი მოძრაობა ეკვილიბრიუმი მათ საკვირაო სკოლას შესაბამის ბიბლიოთეკას მოუწყობს, პირველი წიგნები სკოლას უკვე გადაეცა.