“დღეს, ძალიან საინტერესო “პოსტ ფაქტუმის“ შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.
ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.
წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის,” _ წერს სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
რამდენიმე დღის წინ, გვარამიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მის ოჯახს, შვილებს უთვალთვალებენ და ოჯახის უსაფრთხოება ერთადერთი რამაა, რის გამოც იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა.