ზუგდიდში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს.
გამოძიება ბერ გიგა ქავთარაძეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.