ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აღნიშნულ ფაქტს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ზუგდიდში დაკავებული შავკაბიანი კაცი (ე.წ. ბერი), რომელსაც 500 გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს, გირაოთი და უპრობლემოდ გამოტანტალდა სასამართლოდან.
გადააფსით თავზე ერთმანეთს ჩინჩალაძის და ფარცხალაძის კლანებო!
სერიიდან:განუკითხაობა ბოსტანში.
#ქვეყანააღარგვაქვს
პ.ს. შეგახსენებთ, რომ ცარიელა, ნახმარ შპრიცზე 6 წლით ზის ხალხი ციხეში“,_ წერს პატარაია.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ზუგდიდში დღეს დააკავა.