დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება.
შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე უმრავლესობის წევრები ერთ-ერთ საკითხად საარჩევნო სისტემის შესახებ იმსჯელებენ. მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.