ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი, დღეს, ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, პროცესზე ამ დროისთვის 76 მოწმეა გამოკითხული და მათი ჩვენებები კალანდიას ბრალეულობას ვერ ამტკიცებს.
“გამოკითხულია 76 მოწმე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სადღეისოდ, მიხეილ კალანდიას მიმართ შერაცხული ბრალის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულების მატარებელი ინფორმაცია ვერ მიაწოდეს სასამართლოს. ეს პირდაპირ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თუ თბილისის სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ჩვენ ვიმოქმედებთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად,”_ განაცხადა ადვოკატმა.