საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ ლევან სურგულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“თხოვნა გავუგზავნე სამეთვალყურეო საბჭოს და გადაწყვეტილება მათ უნდა მიღონ. თუ საჭიროა, რომ დავრჩე ამ პოსტზე, დავრჩები”,_განაცხადა სურგულაძემ.
სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად სხვა გეგმებისა და გამოწვევების გაჩენას ასახელებს.