ქართველი მწერალი და პოეტი, გიორგი კეკელიძე ერთადერთი აღმოჩნდა ლიტერატურული კონკურსის “საბას“ დაჯილდოებაზე, რომელმაც საზოგადოებას შეახსენა, რომ ახლა, როდესაც საზეიმო ვითარებაში ხდება კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა, ცხინვალის იზოლატორში უსამართლოდ ზის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
“ერთი რამ მინდა ვთქვა, ასეთი ტიპის პროცესებს, ასეთი ტიპის ზეიმებს განაპირობებენ იმგვარი ადამიანები, იმგვარი ღირებულებების ადამიანები და რომელიც, ამ ზეიმის პარალელურად დღეს ცხინვალის იზოლატორში ზის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. გთხოვთ, რომ ფეხზე წამოვუდგეთ.“ – თქვა გიორგი კეკელიძემ.
ამ სიტყვების შემდეგ მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა. “საბას“ დაჯილდოება ისე დასრულდა, რომ ღონისძიების მონაწილეებისგან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე სიტყვა არავის არ უთქვამს.