გაზის გაჟონვის გამო, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებიდან 28 წლის ირინა სიხარულიძე, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, სავარაუდოდ, გუშინ გაიგუდა გაზით. ირინა სახლში მარტო იყო. კარის შემტვრევა ძმამ მოახერხა, თუმცა, სამწუხაროდ, და გარდაცვლილი დახვდა.
“გურია ნიუსი“ უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
გუშინ, თბილისში და-ძმა კობიძეები ასევე, გაზის გამონაბოლქვით გაიგუდნენ. სამწუხაროდ, და გარდაიცვლა, ხოლო ძმის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღეს აპარიტან მოხსნიან.