ლანჩხუთში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ პოლიციელთა სახელობის სკვერში ვეტერანმა პოლიციელებმა აქცია გამართეს. თუმცა, აქციას გარდა პოლიციელებისა, რამდენიმე საჯარო მოხელეც შეუერთდა.
როგორც გაირკვა, აქციის მონაწილეები „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში პოლიციელების მისამართით გაკეთებულმა განცხადებამ: „ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას, ფრთხილად იყავით, თორემ სახელით და გვარებით მოგაკითხავთ ყველას“, გააღიზიანა.
ვეტერან პოლიციელთა ჯგუფის სახელით აქციაზე ყოფილმა პოლიციელმა ლალი ლომაძემ წერილობითი მიმართვა გაჟღერდა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის მისამართით, სადაც გარდა გუბაზ სანიკიძის განცხადებისა, გრიგოლ ვაშაძის ქმედებაც იყო დაგმობილი.
„პოლიცია საზოგადოების მხრიდან დიდ ნდობას, პატივისცემას და არა თავში წამორტყმას, მუქარასა და დაშანტაჟებას.
რა ხდება, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მავანნი ცდილობს პოლიციის დემორალიზაციას. კიდევ უფრო ცუდი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს?!
თავს უკიდურესად შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს დადგნენ მოწოდების სიმაღლეზე. დაუყოვნელივ მისცენ შეფასება გრიგოლ ვაშაძისა და გუბაზ სანიკიძის საქციელს. ამავდროულად მსოფლიოს გააცნონ მათი „გმირობის“ ამსახველი კადრი და განცხადების შინაარსი,“_ თქვა ლომაძემ.