თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ ქოშინი, თქვენი გული სწრაფად ფეთქავს – სავსებით შესაძლებელია რკინადეფიციტური ანემია გქონდეთ.
ჩვენს ორგანიზმს რკინის გამომუშავება დამოუკიდებლად არ შეუძლია: ის მას იმ საკვებიდან იღებს, რასაც მივირთმევთ.
როგორ მივიღოთ საკვებიდან რაც შეიძლება ბევრი რკინა:
მიირთვით მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული (კომბოსტო, ბროკოლი, მჟაუნა, სალათის ფურცლები) უმი ან ორთქლზე მომზადებული.
ისპანახი, რომელიც მდიდარია რკინით (სასურველია ოდნავ მოხარშოთ).
მიირთვით ან დალიეთ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები და სასმელები.
წითელი ხორცი განსაკუთრებით მდიდარია რკინით და მას ორგანიზმი ადვილად ითვისებს. თუმცა თუ თქვენ ხორცხს არ მიირთმევთ, არსებობს სხვა ალტერნატივაც.
პირველ რიგში ეს არის მწვანე ბოსტნეული და პარკოსნები. რკინით მდიდარი აგრეთვე ფერმენტირებული პური.