ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონებში პოლიცია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას,” – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა.
ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.