განათლების, მაცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სსიპ ქალაქ სამტრედიის N3 საჯარო სკოლის პროექტი ,,ვისწავლოთ კეთებით” დაფინანსდა.
პროექტი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხ მოზარდებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებასა და თანატოლებთან მათ რესოციალიზაციას ისახავს მიზნად და მაჰმადიანი მესხების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ჟურნალის დაბეჭდვასა და გავრცელებას ითვალისწინებს.
პროექტის კოორდინატორი, მესამე სკოლის პედაგოგი ლამზირა თევზაძეა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში რეპატრირებულები მე-3 საჯარო სკოლის მოხალისეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მესხთა დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და ახალგაზრდულ ინიციატივებზე, რაზეც მუნიციპალუტეტის მერმა მხარდაჭერა აღუთქვა.