სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას იღებთ და… აღარ გაქვთ აღარაფერის თავი, ამიტომ სველი თმით საწოლში წვებთ.
ეს დიდი შეცდომაა. თმის სპეციალისტები სველი თმით დაწოლას კატეგორიულად კრძალავენ.
სწრაფი ძილის ფაზაში სხეულის ტემპერატურა იმატებს სხეული თბება, სველი თმა კი აგრილებს თავს, რაც იწვევს თავის ტკივილს. ტკივილი განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, თუ თავზე პირსახოცშემოხვეულს დაგეძინათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ სახლში ძალიან არ თბილა ან ფანჯარა ღიაა, დიდი ალბათობაა გაცივდეთ.
ყველასათვის ცნობილია, რომ ბალიშზე, რომელიც ოფლსა და, კანის მკვდარ უჯრედებს იწოვს, უამრავი ჭუჭყი და ბაქტერია იყრის თავს. სველი თმა ასველებს ბალიშს და ამით ქმნის იდეალურ პირობებს სხვადასხვა ინფექციის განვითარებისთვის, რომლებიც შემდეგ თავს იჩენს კანზე ან ალერგიის სახით.
სველ მდრომარეობაში თქვენი თმა უფრო იბურდება და მათზე მიკრობზარები წარმოიქმნება. ამას შედეგად თმის მტვრევადობა და დაყოფა მოსდევს.
თუ ქერტლის გაჩენისადმი მიდრეკილება გაქვთ, სველი თმით დაძინება ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გამძაფრებას. ამას გარდა, გაჩნდება უსიამოვნო გაღიზიანება და ქავილი.
თუ ერთხელ მაინც დაგძინებიათ სველი თმით, კარგად გეცოდინებათ, რომ დილით თქვენს თავზე საშინელება დაგხვდებათ. რაც არ უნდა შეეცადოთ, როგორადაც არ უნდა ისწოროთ თმა, ნორმალური ვარცხნილობის გაკეთებას ვერ შეძლებთ. ერთადერთი საშუალება არის თავის ხელახლა დაბანა. მაგრამ ეს თქვენი თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება.