საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას: „არც ჯარი გვაქს, არც იარაღი და არც გვექნება,_ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ფეიბუქზე ეხმაურება.
“ქვეყნის მთავარსარდალი ესეთ განცხადებას რომ გააკეთებს, ამას ჰქვია, ქვეყნის, ერის, ჩაგდება სასოწარკვეთილებაში, ანუ უიმედობაში.
ესეთი განცხადება, დავით აღმაშენებელს, ერეკლე მეფეს ვახტანგ გორგასალს ან სხვა ჩვენ საამაყო მეფეებს, რომ გაეკეთებიათ, ჩვენ, ყველა ომს წავაგებდით. რა არი და რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი.
არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს, ჩვენ ღმერთი გვყავს და გვიფარავს, ჩვენ გადავრჩებით“,_ წერს მიტროპოლიტი იოსები.