დილიდან ხმაურია თბილისში, პარლამენტის შენობასთან.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა აქციის ფონზე მიმდინარეობს.
პარლამენტის შესასვლელთან დილიდან აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები.
პიკეტირების დროს „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, გიორგი ვაშაძე და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე ადგილიდან გაიყვანეს.
დაპირისპირება მოხდა მოძრაობა “ლელოსა” და პოლიციას შორისაც.
ოპოზიციის აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
საპროტესტო აქციას მართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძეც.
აქციის ლოზუნგია “სია უნდა ჩავარდეს“.
პოლიციას პარლამენტთან კორდონი აქვს გაკეთებული.