პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს გამოიტანა და მას სასჯელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და ორი წლისა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება.