პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთი ბრიგადა მივიდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპეციფიკური სუნი დადგა, რის გამოც შესვენება გამოცხადდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.
უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდა, რომელმაც გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტიდან ერთი ადამიანი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.