პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა.
უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის გადაწვეტილება თინა ბოკუჭავამ გააპროტესტა და დეპუტატებს “მონები” ეძახა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში 88 “მონა” დეპუტატია და ნდობასა და მანდატს არ იმსახურებენ.
“დეპუტატებს აღარ დავუძახებ ამ ადამიანებს, არ იმსახურებენ, იმიტომ, რომ დეპუტატები ხალხის მანდატს ატარებს, ნდობას და პატივისცემას იმსახურებს და ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მონები, რომლებმაც ახლა, ამ წუთას მოუხსნეს დეპუტატის უფლებამოსილება ნიკა მელიას.
88 დეპუტატი ესწრებოდა და 88-მ დაუჭირა მხარი. ამით ნიკას ვერაფერს დააკლებენ, ვერ დაგვაკლებენ ვერცერთ ჩვენგანს, იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე და ეს არის არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.