რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა ჰოროსკოპის მიხედვით?
წავი (20.01–18.02)
ეს ადამიანები ძალიან მომთმენნი, ჯიუტები და დისციპლინის მოყვარულები არიან. მათი ტალანტი ყოველთვის მათ ამბიციებს შეესაბამება და მუყაითი თანამშრომლები არიან. ვერ იტანენ უზრდელ და ეშმაკ ადამიანებს. თავად ძალიან ლოიალურები არიან.
იღბლიანი დღეა – სამშაბათი, რიცხვი – 19, ფერი – იისფერი.
მგელი(19.02–20.03)
ეს ადამიანები დამოუკიდებლები არიან და მარტოობაც უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი მეოჯახეები არიან. მათ უბრალოდ პირადი სივრცე სჭირდებათ ფიქრისთვის. პატიოსანი და გულუხვი ადამიანები არიან. ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ეშმაკობას და ტყუილს ერიდებიან. ვერ იტანენ ქედმაღალ და თაღლით ადამიანებს.
იღბლიანი დღეა – ხუთშაბათი, ბედნიერი რიცხვი – 3, ფერი – წითელი.
მიმინო(21.03–19.04)
ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია-მიზანსწრაფულობა, ძლიერი ნებისყოფა და მახვილი გონება. მათი სხარტი გონება ყველას აჯადოებს. ძალიან შრომისმოყვარე და ენერგიული ადამიანები არიან. რამდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებენ და ადვილად ამთავრებენ კიდეც. არ უყვართ ზანტი და ნელი ადამიანები.
იღბლიანი რიცხვი – 21, დღე – პარასკევი, ფერი – შავი.
თახვი(20.04–20.05)
თახვები -ნაზი, მეგობრული და კეთილგანწყობილი ადამიანები არიან. უყვართ თბილი შეხვედრები და ძალიან აფასებენ ახლობლებთან ურთიერთობას. აქვთ თანაგრძნობის უნარი და შეუძლიათ ადამიანებს უანგაროდ დაეხმარონ. ვერ იტანენ უხეშ და ვირტუალურ სამყაროზე დამოკიდებულ ადამიანებს, რადგან თავად ძალიან აფასებენ უშუალო ურთიერთობებს. მათ შორის იშვიათად შეხვდებით ინტროვერტებს.
იღბლიანი დღე – ორშაბათი, რიცხვი – 18, ფერი – ნაცრისფერი.
ირემი(21.05–20.06)
ენერგიული, მარდი და ფხიზელი-ასე შეიძლება ამ ადამიანების დახასიათება. ძალიან რისკიანი ადამიანები არიან, შეუპოვრები და მამაცები. კარიერაში წარმატებას აღწევენ, რადგან სწრაფად მოქმედება უყვართ. შურიანი და მატყუარა ადამიანები მასთან საერთო ენას ვერ იპოვიან.
იღბლიანი დღე – სამშაბათი, რიცხვი – 11, ფერი – თეთრი.
კოდალა (21.06–21.07)
საზრიანი ადამიანები არიან და კარგი ინტუიცია აქვთ. ასევე, შესანიშნავ ანალიტიკურ უნარებს ფლობენ და კარგი ფსიქოლოგები არიან. ძალიან მიზანსწრაფული და ჯიუტებიც არიან, რაც ზოგჯერ ხელს უშლით. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ უცხო პირებს ზედმეტად ახლოს არასდროს უშვებენ. ვერ იტანენ უპატივცემულობას და ტყუილს.
იღბლიანი დღე – კვირა, რიცხვი – 29, ფერი – ბორდოსფერი და წითლის სხვა შეფერილობები.
ორაგული (22.07–21.08)
ეს ადამიანები ყოველთვის ფეხს უწყობენ თანამედროვეობას და ნატიფი გემოვნებით გამოირჩევიან. შემოქმედებითი, ჭკვიანი და ეშმაკი ადამიანები არიან. შეუძლიათ წარმატებას და დიდ სიმაღლეებს მიაღწიონ ბიზნესსა და პოლიტიკაში, რადგან ადვილად პოულობენ საერთო ენას ადამიანებთან და მათ აზრებზე ზეგავლენის მოხდენაც შეუძლიათ. არ მოსწონთ წესრიგი ყველაფერში და მსოფლიო პრობლემები.
იღბლიანი დღე – პარასკევი, რიცხვი – 6, ფერი – ფირუზისფერი
დათვი (22.08–21.09)
ამ ადამიანების ძლიერი მხარე სწორხაზოვნება და სიმამაცეა. ძალიან ჟინიანი, მკაცრები და საკუთარ თავზე შეყვარებულებიც არიან. ან ძალიან მონდომებით შრომობენ, ან ზარმაცობენ. ოქროს შუალედი არ აქვთ. სხვებთან შარიანები და საკმაოდ მომთხოვნებიც არიან.
იღბლიანი დღე – ორშაბათი, რიცხვი – 23, ფერი – ნარინჯისფერი.
ყორანი (22.09–22.10)
ამ ადამიანებს მახვილი ჭკუა, იუმორის გრძნობა და სიჯიუტეც ახასიათებთ. ძალიან სამართლიანები არიან და სხვა ადამიანებისა ნახევარ სიტყვაში ესმით. გულუხვები არიან, მაგრამ არა მფლანგველები. ცდილობენ, რასაც გამოიმუშავებენ სახლში წაიღონ. ვერ იტანენ ადამიანებს რომლებსაც დრამების მოწყობა უყვართ და ვერც მეწვრილმანეებს ეთვისებიან. ასევე ვერ იტანენ, როცა მათ მაღალ მოთხოვნებს უყენებენ.
იღბლიანი დღე – შაბათი, რიცხვი -14, ფერი – ცისფერი და მისი ტონები.
გველი (23.10–22.11)
სიბრძნე, გამბედაობა და ჟინი-აი, რა გამოარჩევთ ამ ადამიანებს. მათი ყველა ნაბიჯი წინასწარაა გათვლილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებათ იფიქროთ თითქოს ძალიან სწრაფად მოქმედებენ. ადვილად ეგუებიან ახალ გარემოებებს. არ უყვართ მლიქვნელი და უხეში ხალხი.
იღბლიანი დღე – ოთხშაბათი, რიცხვი – 9, ფერი – მწვანე
ბუ (23.11—21.12)
ბუებს ძალიან იდუმალი ნატურა აქვთ. ძალიან მომხიბვლელნი არიან და ამბიციურობითაც გამოირჩევიან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობენ. ნელები არიან. ვერ იტანენ ჭორებს და არც ინტრიგებში მონაწილეობენ. მეოჯახეები და ეკონომიურები არიან.
იღბლიანი დღე – პარასკევი, რიცხვი – 17, ფერი – ყავისფერი.იმაგე
ბატი (22.12–19.01)
ჩაფიქრებული, მშვიდი და ნაზი ნატურა. მათგან შესანიშნავი მეოჯახეები გამოდიან. მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან, კეთილგანწყობილნი არიან, თუმცა სხვა ადამიანებთან ბოლომდე არ იხსნებიან და საუკეთესო მეგობრები მხოლოდ სანათესაო წრეში ყავთ. ვერ იტანენ უხეშ და ზარმაც ადამიანებს.
იღბლიანი დღე – კვირა, რიცხვი – 12, ფერი – ყვითელი.